192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
2019-01-13 20:17:49

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი  ოფიციალუი ვიზიტით გაემგზავრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში  და ამავე დროს მონაწილეობას მიიღებს   ფორუმში „აბუ -დაბის სტაბილურობის კვირეული“ (Abu Dhabi Sustainability Week). როგორც  გვაცნობეს  სომხეთის რესპუბლიკის პერზიდენტის  პრეს-სამსახურიდან ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს  შეხვედრები ექნება არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველ წრეებთან.

განხილვების მთავარი თემა იქნება  ორმხრივმომგებიან თანამშრომლობასთან  და სხვა პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები. სომხეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს   ფორუმში „აბუ -დაბის სტაბილურობის კვირეული“, სადაც ერთერთ  სხდომაზე გამოვა მოხსენებით.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს  4000-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სახელმწიფოსა და მათავრობების მეთაურები, დიპლომატები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და მსხვილი მეწარმეები.

"აბუ-დაბის სტაბილურობის კვირეული" წარმოადგენს პრესტიჟულ გლობალურ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ცნობილი სახელმწიფო, პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწეები, გამოჩენილი ექსპერტები, ინოვატორები, მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები წარმოადგენენ მდგრადი მომავლის თავიანთ ხედვას, განიხილავენ იმ  სოციალურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ საკვანძო ტენდენციებს, რომლებიც დღეისათვის წარმოადგენენ მსოფლიოს სტაბილური განვითარების საფუძველს.

აბუ-დაბის სტაბილურობის კვირეულის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება გაციფროვნებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ასევე ახალი შესაძლებლობები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდის, მდგრად განვითარებისა და საყოველთაო კეთილდღეობის სფეროებში.