192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დაიწყო მე-7-ე მოწვევის ეროვნული კრების მუშაობა
2019-01-14 12:03:43

2017 წელს ჩამოყალიბებული სომხეთის რესპუბლიკის მე-6-ე მოწვევის ეროვნული კრება დღეს  გაუქმდა და დაიწყო ახალი მე-7-ე მოწვევის ეროვნული კრების მუშაობა.
ახალი  პარლამენტისათვის ლოცვა აღავლინა სრულიად სომეხთა პატრიარქმა გარეგინ მეორემ.  

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, მან მიულოცა  პარლამენტში შესულ პოლიტიკურ ძალებს.

„2018 წელი იმედების, ჩვენი ხალხის გაერთიანების წელი იყო. 9 დეკემბრის არჩევნების შედეგებმა, რომლებიც აღიარებულნი იქნა ყველა მხარისა და დამკვირველების მიერ, მაღალი ლეგიტიმურობით უზრუნველყო ამჟამინდელი ეროვნული კრება. ახალი ეროვნული კრებისა და მთავრობის ჩამოყალიბებით მთავრდება პოლიტიკური ცვლილებების პირველი ეტაპი, იწყება იმედებისა და დაპირებების შესრულების, თანმიმდევრული მუშაობის ეტაპი“,-აღნიშნა არმენ სარგსიანმა.
სომხეთის პრეზიდენტის სიტყვით, უნდა განხორციელდეს მრავალი რეფორმა ქვეყნის ყველა სფეროში, სადაც უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიჭერს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლების საკითხი.
როგორც სარგსიანმა აღნიშნა, სომხეთი უნდა შეეცადოს გახდეს მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალი ტექნოლოგიების ერთ-ერთი  მნიშნელოვანი ცენტრი.