192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტე­რი მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ გა­იხ­სნე­ბა
2019-01-14 22:36:06

14 იანვარი, 2019 წელი. ambebi.ge. მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტე­რი მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ გა­იხ­სნე­ბა.  ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ტაძ­რის და­კეტვისგა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა კონ­სტან­ტი­ნემ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კე­ლი­ის დად­გმას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და გან­მარ­ტავს, რომ მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, მე­რია ვერ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად შე­დის იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ქვეშ.

გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სურთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის გაყ­რა. კა­პა­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე შე­ას­რუ­ლა და გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­იყ­ვა­ნა, ასე­ვე ვაჭ­რო­ბის უფრო ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­რი­ამ და­ამ­ზა­და ჯი­ხუ­რე­ბი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს და არ ავ­ნებს მო­ნას­ტრის იერ­სა­ხეს.