192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩინეთის ელჩი: გასული 2018 წელი სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკურად განვითარების წელი იყო
2019-01-16 11:13:42

გასული წლის განმავლობაში სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები დინამილურად ვითარდებოდა. ამის შესახებ მასმედიის  წარმომადგენელებთან შეხვედრისას განაცხადა  ჩინეთის ელჩმა სომხეთში ტიან ერლუნმა.
„ჩვენს შორის გრძელდება მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე, ადგილი აქვს ურთიერთის მიმართ მზარდ ინტერესს“,- ხაზი გაუსვა ელჩმა. მისი სიტყვებით თანამშრომლობის  განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს  პროგრამის  „ერთი სარტყელი, ერთი მიმართულება“  ფარგლებში.
„ნაკლებმნიშვნელოვანი არ არის კავშირი ჰუმანიტარულ სფეროშიც, ამასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო ერევანში კონფუცის სახელობის ინსტიტუტის არსებობა“,- აღნიშნა  ელჩმა. 

როგორც მან თქვა  სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობა დღეისათვის წარმოადგენს ურთიერთობების საფუძველს. ამ სფეროში  გასული წლის 11 თვის განმავლობაში აღირიცხა 30 % წინსვლა, სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია 700 მილიონს.
ტიან ერლუნმა ილაპარაკა სკოლის გახსნაზეც, სადაც სომხეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებოდათ ჩინურის გაღრმავებული შეწავლისა.მისი სიტყვებით,   გაიზარდა სპეციალისტების გაცვლის რიცხვიც. რაც შეეხება ტურიზმს, გასული 9 თვის განმავლობაში ჩინეთიდან სომხეთში ჩამოვიდა 7000 ტურისტი, რაც  ორჯერ მეტია, წინა წელთან შედარებით.  გაიზარდა სომხეთიდან ჩინეთში ჩასულ ტურისტთა რიცხვიც.