192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
2019-01-17 10:54:41

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე 16 იანვარს საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

სპუტნიკ საქართველოს ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა, იუწყება ქართული მედია.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება , სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა, მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე, ჩანგრეულია ლიფტიც.

შემთხვევის ადგილას იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი დაშავებულები საავადმყოფოებში მოინახულა. დაშავებულების მოსანახულებლად იაშვილის კლინიკაში მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა საბანაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ასევე, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახესყაზტრანსგაზისწარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.