192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შეხვედრა იუნესკუს გენერალურ დირექტორთან
2019-01-18 10:28:00

სამუშაო  ვიზიტით  საფარნგეთში  მყოფი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ზოჰრაბ  მნაცაკანიანი შეხვდა იუნესკო-ს გენერალურ  დირექტორს  ოდრი აზულეს. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებენ  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა  სამინისტროდან.
ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი აქტიურადაა ჩართული  იმ საქმიანობაში, რომელიც  ემსახურება იუნესკოს ძირთადი მიზნების განხორციელებას.
ამასთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუნესკო- პლატფორმაზე  დაუშვებელია ზედმეტი პოლიტიზირების მცდელობა, რაც  ხელს უშლის იმ ძირითადი მისიის აღსრულებას, რომელიც აკისრია ამ ორგანიზაციას - კულტურის საშუალებით გააღრმაოს  სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს  მშვიდობისა და  ხალხთა უსაფრთხოების    დამყარებას. საუბრის მონაწილეებმა აზრი გაცვალეს საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით არსებული პროგრამების განხორციელების ირგვლივ, ისევე როგორც იუნესკო-სა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების  გარშემო.