192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვინ არის და რა ქონებას ფლობს "ყაზტრანსგაზ თბილისის" გენერალური დირექტორი
2019-01-18 12:53:43

შპს "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლისს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­ეც­ვა­ლა. 5 ნო­ემ­ბერს კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძე გახ­და, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტზე მუ­შა­ობ­და.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გო­რია მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა. 2018 წლის 27 მარტს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძის შე­მო­სა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის პოსტზე 2017 წლის 21 ნო­ემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში 13 333,33 ლარი იყო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, კო­ბა­ხი­ძე ფლობს 44,33 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­სა და 100,7 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ორ ბი­ნას თბი­ლის­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში მას­ვე სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 533,72 ლარი, 10 177,7 დო­ლა­რი, 9 003,09 ლარი, 600,2 დო­ლა­რი და 38 ლარი ჰქონ­და.

კო­ბა­ხი­ძე "სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" მმარ­თვე­ლად და "სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სად, 167 377,38 ლა­რი­სა და 166 988,1 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ამას­თან, მის­მა გა­სა­ვალ­მა წინა წელს ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით - 6000 ლარი შე­ად­გი­ნა.

მამუკა კობახიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს - TOYOTA CHR, რომელიც 2017 წელს 55 000 ლარად შეიძინა. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 14 096,14 ლარი, 5500 დოლარი და 1772 ლარი ჰქონდა. დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძის მეუღლე იყო ასევე შპს GONG-ის 30%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც მისმა შემოსავალმა 35 583,4 ლარი შეადგინა. თამარ ეპიტაშვილი სს „საქრუსენერგოში“ მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს, სადაც მისი შემოსავალი 2017 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში, 15 652,78 ლარი იყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის შვილებს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 4 345,73 ევრო და 4 346,16 ევრო ჰქონდათ.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.