Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხური ეკლესიის საკითხი: რა ბედი მოელის თანდოიანცს
2019-01-29 23:01:07

თბილისის პირველი ინსტანციის  სასამართლომ არ დააკმაყოფილა  სომეხთა ეპარქიის საჩივარი თანდოიანცის სომხური ეკლესიის საკითხთან დააკავშირებით. Sputnik სომხეთის კორესპონდენტთან საუბრისას ამის შესახებ განაცხადა საქართველოს სომხური ეპარქიის პრესსპიკერმა სუსანა ხაჩატრიანმა.
სასამართლო განაჩენი გამოტანილი იქნა  დასკვნით სხდომაზე 24 იანვარს.  საქართველოს სომხური ეპარქიის საჩივარი მიმართული  იყო საქართველოს სახელმწიფო რეესტრის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც წმინდა ღვთისმშობლის (თანდოიანცის) ეკლესია გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
„გადაცემა მოხდა საქმის ზერელე განხილვის შედეგად. ჩვენ მოვითხოვთ რეესტრის გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ის მცდარია“-თქვა ხაჩატრიანმა.
მისი სიტყვებით,  სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ეკლესიის გადაცემა საქართველოს საპატრიარქოსათვსი, რადგანაც თანდოიანცი სახელმწიფო რეესტრს ეკუთვნოდა და მას უფლება ჰქონდა გადაეცა ის ნებისმიერი ორგანიზაციისათვის.
სარჩელზე უარის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ  ეკლესიას, ისევე როგორც საქართველოს სხვა ტაძრებს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაუკეთდა კონფისკაცია, იქ 100 წელია რაც წირვა არ ჩატარებულა და საბოლოო ანგარიშში სომხურ სამოციქულო ეკლესიას უფლება არა აქვს ფლობდეს მას.
სომხური სამოციქულო ეკლესია არ ეთანხმება განაჩენს, მზად არის მის გასასაჩივრებლად,  ელოდება   განაჩენის წერილობითი ვარიანტის გამოქვეყნებას.
თანდოიანცის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია აშენებული იქნა 1866 წელს. საბჭოთა კავშირსი შექმნამდე ის ეკუთვნოდა სომხურ სამოციქულო ეკლესიას. 1927 წელს დაიწყეს ეკლესიის შენობის გამოყენება საზოგადოებრივი მიზნებისათვის.  საბჭოთა კავშირის  დაშლის შემდეგ ეკლესია გადაეცა სახელმწიფოს.  უკვე მრავალი წელია სომხური სამოციქულო ეკლესია ითხოვს თანდოანცისა და სხვა სომხური ეკლეციების დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ.