192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში სიყვარულის მარათონი ჩატარდება: 100 კმ გარბენი სიყვარულის სახელით
2019-02-11 01:52:16

მარათონის მიზანია იმ ხანდაზმული წყვილების დახმარება, რომლებიც სათნოების სახლკათარზისშიცხოვრობენ და შვილებისა და ნათესავების მზრუნველობას მოკლებულები არიან.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქველმოქმედო მარათონი სახელწოდებით „100 km of LOVE.Together | სიყვარულმა ასაკი არ იცის. ერთად“, რომელიც სიყვარულის დღეს ეძღვნება, თბილისში 16 თებერვალს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

მარათონის მიზანია იმ ხანდაზმული წყვილების დახმარება, რომლებიც სათნოების სახლკათარზისშიცხოვრობენ და შვილებისა და ნათესავების მზრუნველობას მოკლებულები არიან.

სიყვარულის 100 კილომეტრინიშნავს, რომ ჩვენ დავაჯამებთ ყველა იმ მონაწილის კილომეტრს, რომელიც, ქველმოქმედების მიზნით, 10 ლარს გაიღებს
და გაირბენს კუს ტბის გარშემო იმდენ კილომეტრს, რამდენიც მისთვის კომფორტული იქნება და ფინიშზე თავის ციფრს დაასახელებს“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მარათონის ინიციატორების თქმით, კუ ტბის გარშემო ერთი წრე დაახლოებით ერთ კმ- უდრის. მათი სურვილია, მონაწილეთა გარბენილი მანძილის საერთო ჯამი 100 კმ-მდე აიყვანონ.

მარათონზე შეგროვილი თანხა, რომლის ყველა მონაწილე სუვენირს მიიღებს, მთლიანად გადაეცემა ფონდკათარზისსხანდაზმული წყვილებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ხანდაზმული წყვილების სასიყვარულო ისტორიებს პროექტის ავტორები სოციალურ ქსელფეისბუქშიგამოაქვეყნებენ.

საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირიკათარზისი“ 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელია ზაურ ალადაშვილი. ორგანიზაციის ფილიალები საქართველოს ექვს რაიონში ფუნქციონირებს.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.