192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს
2019-02-11 02:04:56

შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაზე ქართულ-პოლონური ერთობლივი ჯგუფი მუშაობს.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

ანთიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია მუშაობს.

ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე ისტორიული ნაწილი თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სწორად მივაწოდოთ პროექტი იუნესკოს“, - განაცხადა ანთიძემ.

ნიკოლოზ ანთიძემ დღეს პროექტის მინიპრეზენტაცია პრეზიდენტისთვის გამართა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი იმერეთში 9 თებერვალს გაემგზავრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გამგზავრების მიზანია - რეგიონის პოტენციალის გაცნობა და მისი განვითარების მხარდაჭერა. შაბათს ზურაბიშვილმა მოინახულა წყალტუბო, სადაც ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. კვირას კი ეწვია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს, სადაც ადმინისტრაციის ინიციატივით კვიპაროსის ნერგი დარგო.


 

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.