192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-11 11:44:02

სრ ეროვნული კრების თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე, იუწყებიან სრ ეროვნული კრების პრესის სამსახურიდან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება არა მხოლოდ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების დონეზე, არამედ საერთაშორისო საპარლამენტო სტრუქტურებშიც. სომხურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებასა და დაახლოებაზე საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის საუკუნოვანი, ძმური ურთიერთობის პირობებში განპირობებული საპარლამენტო დიალოგი იქნება თანამშრომლობის შემდგომი უფრო მეტად გაძლიერების მყარი საფუძველი.