Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-03-14 15:30:21
ეკონომიკა
სომხეთისა და საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა განიხილეს სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის საკითხები.
სრ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის დელეგაციას საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან.  მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტსა და საქართველოს შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებების და  საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებულ წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის შესახებ ოქმის ხელმოწერის და მონაცემთა გაცვლის ტექნიკური განხორციელების საკითხები.
2019-03-14 14:00:00
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის სამუშაოს
სომხეთის რესპუბლიკის  ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოსიანი  შეხვდა ფაქტების დადგენის  მიზნით სომხეთში ჩამოსულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის წევრებს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატი იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დამცველის მუშაობის მიმართულებები და  პრინციპები, სომხეთში  წამების პრევენცია, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის სფეროში განხორციელებული სამუშაო, დაფიქსირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები.