192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-04-26 10:00:48
პოლიტიკა
საფრანგეთში 24 აპრილის სომხების გენოციდის მსხვერპლის ხსოვნის დღედ გამოცხადება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს. ფაშინიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ლიონის მერის პირველი მოადგილე ჟორჟ კეპენეკიანი. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონათან ლაკოტი. ამის შესახებ აუწყებს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატი. ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა ჟორჟ კეპენეკიანის საქმიანობას სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების მიმართულებით. "მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც 24 აპრილი საფრანგეთში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ეს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.