Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-06-13 09:00:24
ანალიტიკური
სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია "სამშვიდობო გლობალურ ინდექსში"
სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია "სამშვიდობო გლობალურ  ინდექსში" და 118-ე ადგილზე აღმოჩნდა. დასკვნა ამის შესახებ წარმოდგენილია ეკონომიკისა და მშვიდობის  ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ კვლევაში, რომელიც აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99.7 პროცენტი ცხოვრობს. სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან სამშვიდობო ინდექსით ლიდერობს  საქართველო. იგი 99-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 130-ე, ხოლო ირანი 139-ე ადგილზეა. თურქეთი სომხეთის მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალ პოზიციაზე, 152-ე ადგილზეა.
2019-06-12 18:59:35
პოლიტიკა
წინა ხაზის გასწვრივ მთელ სიგრძეზე შეინიშნება აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სამხედრო ავიაციის საწვრთნელი ფრენების ზრდა, რაც ხშირად არღვევს ფრენის დადგენილ ზონას. არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო
11 ივნისს დღის განმავლობაში და 12 ივნისს ღამით, აზერბაიჯანულმა მხარემ მოწინააღმდეგე ჯარების ფრონტის ხაზის მთელ რიგ მონაკვეთებზე აამოქმედა როგორც სხვადასხვა ტიპის გრძივი და სნაიპერული იარაღი, ასევე ჰან -17 ტიპის ყუმბარმტყორცნი (5 ყუმბარა). ამის შესახებ აუწყებს არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. გარდა ამისა, წინა ხაზის გასწვრივ მთელ სიგრძეზე შეინიშნება აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სამხედრო ავიაციის საწვრთნელი ფრენების ზრდა, რაც ხშირად არღვევს ფრენის დადგენილ ზონას.