192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და შვიდი ვერცხლი: ქართული ღვინის გამარჯვება „საკურას“ კონკურსზე
2019-02-15 02:20:48

ორმაგი ოქროსმფლობელები იბრძოლებენ უმაღლესი – „ბრილიანტისჯილდოს მოსაპოვებლად საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, იაპონიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზესაკურა“ (The 6rd „Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) ქართულმა სხვადასხვა დასახელების ღვინოებმა 24 უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კონკურსში ქართულმა ღვინოებმა მიიღეს 2 ორმაგი ოქროს, 15 ოქროსა და 7 ვერცხლის მედალი. „ორმაგი ოქროსმფლობელები 2019 წლის 5 მარტს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan და იბრძოლებენ უმაღლესი – „ბრილიანტისჯილდოს (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ასეთ პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება გაზრდის ზოგადად ქართული ღვინისა და კონკრეტული კომპანიების პოპულარობას, რაც იაპონიის ღვინის ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

იაპონია ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც გასულ წელს 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული (37%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს).

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე გაიმართება მასშტაბური პროექტისაქართველო - ღვინის სამშობლო“.

საერთაშორისო კონკურსისაკურაწელს მეექვსედ ჩატარდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი დასახელების ღვინო. კონკურსის ჟიურის წევრები იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებისომელიეები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები არიან.

2019-03-15 17:29:40
სომხეთმა და ბულგარეთმა განიხილეს მაღალტექნოლოგიურ სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები
2019-03-15 11:34:07
სომხეთის პრემიერ მინისტრმა "ინდექს ვენჩურს"- ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სომხეთში საქმიანობის დაწყების პროგრამები
2019-03-15 15:10:28
"ევროვიზია 2019". ვინ არის სომხეთის წარმომადგენელი სრბუკი? "ლე ფიგარო"
2019-03-14 15:30:21
სომხეთისა და საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა განიხილეს სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის საკითხები.
2019-03-15 14:29:39
სრ სსმ–მა მიიღო ნატოს გენერალური მდივნის ქალთა, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებით სპეციალური წარმომადგენელი