192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა სომხეთის სოფლის მეურნეობის რეფორმების მხარდაჭერისთვის მზად არის
2019-02-22 11:43:24

სრ ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მიიღო ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (CAF) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი.

როგორც იუწყებიან სრ ვიცე-პრემიერის კანცელარიიდან, ტიგრან ავინიანმა მნიშვნელობა მიანიჭა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხრივ განხორციელებული პროგრამების როლს სომხეთის თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარებაში, და შეხვედრა კარგ შესაძლებლობად მიიჩნია თანამშრომლობის მიზნების განსახილველად.

გერჰარდ შაუმბერგერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის  პროგრამების უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო ხასიათისაა და მზადაა მხარი დაუჭიროს მთავრობას ამ სექტორის რეფორმირების საქმეში, გააძლიეროს არსებული თანამშრომლობა. მან ასევე შეატყობინა, რომ ამ შემოდგომაზე მოსალოდნელია ავსტრიის სავაჭრო დელეგაციის ჩამოსვლა სომხეთში, რაც  ახალ იმპულსს მისცემს ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

შეეხნენ 11.7 მილიონი ევრო ბიუჯეტის მქონე პროგრამას "მწვანე სოფლის მეურნეობის განვითარება სომხეთში", რომლის დაფინანსება ხდება ევროსაბჭოს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხრივ (9.7 მილიონი და 2 მილიონი შესაბამისად) და განხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ.