192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საერთაშორისო სავალუტო მისია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს
2019-02-22 12:18:32

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესრულების მიმდინარეობის მიზნით საქართველოში იმყოფება.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მოიწონა 2018 წლის დეკემბერში პროგრამის მესამე მიმოხილვა და საქართველოს 41,6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის მორიგი ტრანში წარუდგინა.

„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა პროგრამის მესამე მიმოხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი", - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სსფ-ის მისია პროგრამის მორიგი, მეოთხე მიმოხილვის მომზადების ფარგლებში შეხვედრებს მართავს ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებთან და პარლამენტის დეპუტატებთან, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განიხილავენ 2019 წლის მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, საშუალოვადიან ფისკალურ პარამეტრებს ქვეყანაში, ასევე ეკონომიკურ დინამიკას რეგიონში.