Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არარატ მირზოიანმა და შომბი შარფმა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განიხილეს
2019-02-22 16:06:31

სრ ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა მიიღო სომხეთში გაეროს მუდმივი კოორდინატორი შომბი შარფი და სომხეთში  გაეროს სხვადასხვა სტრუქტურების მიერ განხორციელებული პროგრამების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა  სომხეთში გაეროს ოფისის ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობა  ყველა სფეროში. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა დაარწმუნა, რომ ახლად არჩეული პარლამენტი დაინტერესებულია ყველა არსებული პროგრამების გაგრძელებისა და თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტების გახსნით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა გაეროს სპეციალიზირებულ უწყებებთან ერ. კრების მუდმივმოქმედი კომიტეტების თანამშრომლობა, რომელთათვისაც არსებობს ყველა ხელსაყრელი პირობები.
სომხეთში გაეროს მისიის შესახებ საუბრისას, შომბი შარფმა დაარწმუნა, რომ სტრუქტურა მზად არის, დაეხმაროს პარლამენტს თავისი შესაძლებლობების განმტკიცებასა და სხვადასხვა სფეროში რეფორმების მხარდაჭერაში.
შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა, მხარეებმა წარმოადგინეს სამომავლო თანამშრომლობის ხედვა.

გაეროს სომხურ ოჯახთან ერ.კრების პარტნიორული ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების მიზნით, მიღწეული იქნა შეთანხმება ერ.კრების მუდმივმოქმედი კომიტეტების დონეზე.