192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მინისტრი: ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან, რომ ჩვენ მოქალაქეებს გაუადვილდეთ ლეგალური ყოფნა
2019-03-11 08:16:29

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა საქართველო მოქალაქეებს გაუადვილდეთ უცხო ქვეყნებში ლეგალური ყოფნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საბერძნეთში რამდენიმე ათას საქართველოს მოქალაქეს აქვს უკვე ლეგალურად ბინადრობის მოწმობა.

ამ თვალსაზრისით საბერძნეთთან უკვე გარკვეული საქმიანობა განხორციელებულია. ამ პროცესში საელჩო აქტიურად არის ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ ლეგალური ბინადრობის მოწმობები“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები