192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს
2019-03-12 15:00:43

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს, აუწყებს მედიაჰოლდინგი "კვირა".
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12:12 საათზე დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა.
„საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით, მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შემუშავებაში და რაც მთავარია, თავად იყვნენ დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები.
კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან გვინდა დავასახელოთ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების სახელები: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ ბარსეგოვა-მახვილაძისა.
​აქვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარიამ ჩხეიძეც, სწორედ ის გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები