Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენს ქვეყნებს აქვთ ახალი ურთიერთობების დამყარების ისტორიული შესაძლებლობა. ფაშინიანმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტი
2019-03-14 12:04:15

სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე დამყარების ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ასეთი მოსაზრება გამოხატა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ვეწვიე. ეს ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობის და პირადად ჩემს ყურადღებას და მნიშვნელობის გრძნობას  სომხურ-ქართული ურთიერთობების მიმართ. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებში უნდა დავეყრდნოთ საერთო სტრატეგიულ ინტერესებს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრივ ამას ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხურ-ქართული, ისედაც ახლო  ურთიერთობები, ახალ ფაზაში შევა. "ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, გეოგრაფია, ისტორია. ისტორიისა და გეოგრაფიის გარდა, ჩვენ გავაერთიანებს ჩვენი საერთო ხედვა მომავლის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

2019-05-17 09:56:58
ხავერდის რევოლუცია სომხეთისათვის კარგ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად: პოლონეთის ელჩი
2019-05-17 15:25:58
"შნაიდერ ჯგუფი" დაინტერესებულია სომხეთში თავისი საქმიანობის გაფართოებით. პრეზიდენტი შეხვდა კომპანიის დამფუძნებელს
2019-05-17 15:51:52
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ინი მაისში ეწვევა სომხეთს.
2019-05-17 16:21:23
თბილისი ეკუთვნის აზერბაიჯანულ კულტურას..... აზერბაიჯანს მადა ეზრდება
2019-05-17 13:32:41
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად ტალინში, მიკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერა