Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მსგავსი კერძების ფესტივალი სომხური და ქართული სამზარეულოს თავისებურებებზე გაამახვილებს ყურადღებას
2019-03-14 14:10:36

სომხური და ქართული კერძების მსგავსებისა და თავისებურებების აღნიშვნის მიზნით შემოდგომაზე სომხეთში იგეგმება მსგავსი კერძების ფესტივალის ჩატარება. წინასწარი მონაცემებით, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორი ქვეყნის როგორც პროფესიონალ მზარეულებს, ასევე სტუდენტებსაც. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სომხური კულინარიული ტრადიციების განვითარებისა და შენარჩუნების არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ სედრაკ მამულიანმა. "ჩვენ გვსურს, რომ ორი ქვეყნის კერძების მსგავსებამ გაგვაერთიანოს. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ერთობლივი პროექტები. ჩვენ ვგეგმავთ სასწავლო დაწესებულებების გამოცდილების გაცვლის ორგანიზებას, რაც ძალზე  მნიშვნელოვანია, რადგან კულინარია გამუდმებით ვითარდება, და საჭიროა თვალყური ადევნო ამ მოვლენებს", –განაცხადა მამულიანმა.
მისი თქმით, ფესტივალი პირველად გაიმართება სომხეთში, შემდეგ საქართველოში.