192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანისა და მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრისას შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისათვის გადადგმულ პირველ ნაბიჯებს
2019-03-14 15:05:16

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ  ლაიჩაკი.
როგორც  გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობიდან, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ეუთო-ს როლს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ადამიანთა უფლებების დაცვის  და სტაბილურობის წახალისების მიმართებით.  მან  ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მზადაა  დახმარება გაუწიოს სტრუქტურაში სლოვაკიის თამჯდომარეობის პრიორიტეტების წინსვლას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეუთო-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს  სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეფორმების დღის წესრიგის ნაყოფიერად განხორციელებას და სომხეთში დემოკრატიის განმტკიცებას.
პრემიერ -მინისტრის სიტყვებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ის ხედავს ეუთოს- მინსკის ჯგუფის ფარგლებში და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს გააცნო  სომხეთის პოზიციები და პრინციპები მთიან  ყარაბაღთან დაკავშირებით, რომლის დროსაც შეეხო იმ უპირველეს ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც საჭიროა მშვიდობიანი პროცესების განმტკიცებისათვის.
მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშვიდობის დამკვიდრებას. ესენია:  ადამიანთა შორის ურთიერთობების ხელშეწყობა,  რისკებისა და შემთხვევების  შემცირების პროფილაქტიკა, ურთიერთნდობის განმტკიცება.