Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ სარგსიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა დემოკრატიის განმტკიცების მიზნით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცესს
2019-03-15 12:00:32

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიიღო ფაქტების დადგენი მისიით სომხეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის სომხეთის საკითხებზე თანამომხსენებლები: იულია ლიოვოჩკინა და ანდრეი შირცელი.

სომხეთის პრეზიდენტმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცეს და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ამ სტრუქტურასთან გააგრძელოს ღია და გულწრფელი დიალოგი.

პრეზიდენტის აპარატის უწყებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭო სომხეთისავის მნიშვნელოვანი პარტნიორია სომხეთში საკანონმდებლო რეფორმები განხორციელების პროცესში. მან მაღალი შეფასება მისცა ევროპული ინსტიტუტების მნიშვნელოვან წვლილს სომხეთის განვითარების, დემოკრატიის გაძლიერების გზაზე.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები პარლამენტის როლი, ფუნქციების თაობაზე და აღნიშნეს, რომ ახლა უფრო გაფართოვდა მისი შესაძლებლობებ და უფლებამოსილება.

თანამომხსენებლებმა გამოხატეს მზადყოფნა სომხეთთან საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კვლავ გააგრძელონ ძალისხმევა.