192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება გერმანიაში
2019-03-15 16:06:21

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დელეგაცია ეკ  თავმჯდომარის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით 18-21 მარტს ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
როგორც  გავცნობეს სრ ეროვნული კრებიდან დღის  წესრიგში დგას პარლამენტის ხელმძღვანელის შეხვედრები ბუნდესტაგის თავმჯდოამრე ვოლფგანგ შოიბლესთან,  ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე  პეტრა პაუსთან,  გერმანია-სამხრეთ კავკასიის მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელ  იოჰანნეს კარსთან,  ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ  რალფ ვილანდთან,  საარის  მიწის ლანდტაგის სპიკერ  შტეფან ტოსკანთან, გერმანულ-სომხური ფორუმის ხელმძღვანელობასთან.
ეროვნული კრების დელეგაცია, ეროვნული კრების სპიკერის ხელმძღვანელობით ეწვევა გერმანიის საპარლამენტო ასოციაციას, საერთაშორისო  და უსაფრთხოების საკითხებზე გერმანულ ინსტიტუტს, ისევე როგორც ზაარლანდის უნივერსიტეტს.