192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთმა და ბულგარეთმა განიხილეს მაღალტექნოლოგიურ სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები
2019-03-15 17:29:40

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავიანიანმა  მიიღო ბულგარეთის დელეგაცია ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის მინისტრ როსენ ჟელიაზკოვის ხელმძღვანელობით. როგორც იუწყებიან  სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის კანცელარიიდან, ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე -8 სხდომის ჩატარება კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა, რომ ის ჩამოვიდა 30-ზე მეტი ბულგარული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რაც მოწმობს  ბულგარეთში სომხეთის მიმართ სერიოზულ დაინტერესებაზე.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილი შემდეგი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისთვის უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის საკმაოდ პრეტედენტული დღის წესრიგი, რომლის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
მხარეებმა განიხილეს მაღალტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ ციფრულ ფორმატში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების განვითარებასა და კიბერ უსაფრთხოებაში თანამშრომლობის შესაძლებლობები. მხარეები შეეხნენ საავიაციო სამგზავრო გადაყვანის, აგრეთვე მულტიმოდალურ ტვირთგადაზიდვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.