192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა
2019-03-18 12:09:53

18 მარტს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დაბადების დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ იტყობინება სრ პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
"თქვენი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში და ამ წრეებში ჩვენი შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო და კიდევ ერთხელ მიგვეცა საშუალება, ხაზი გაგვესვა სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობებისთვის და შევხებოდით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა სარგსიანმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ნდობაზე დაფუძვნებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავება.

არმენ სარგსიანმა სალომე ზურაბიშვილს  ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.