192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-03-14 14:00:00
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის სამუშაოს
სომხეთის რესპუბლიკის  ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოსიანი  შეხვდა ფაქტების დადგენის  მიზნით სომხეთში ჩამოსულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის წევრებს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატი იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დამცველის მუშაობის მიმართულებები და  პრინციპები, სომხეთში  წამების პრევენცია, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის სფეროში განხორციელებული სამუშაო, დაფიქსირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები.
2019-03-13 15:00:29
პოლიტიკა
არცახის შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე. გაიმართა სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს: "სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების განსაკუთრებული განვითარება გამორჩეულ ადგილს იკავებს სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. მე ნაყოფიერად მივიჩნევ ქალბატონ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს. სომხეთი ყოველთვის დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროს ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.