2019-02-11 11:44:02
პოლიტიკა
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
სრ ეროვნული კრების თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე, იუწყებიან სრ ეროვნული კრების პრესის სამსახურიდან.
2019-02-08 15:00:14
პოლიტიკა
დასრულდა სომხეთის მთავრობის სტრუქტურებთან დაკავშირებული დისკუსიები. 12 სამინისტრო იქნება. ფაშინიან
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დასრულდა სომხეთის მთავრობის სტრუქტურების განხილვა.
"იქნება 12 სამინისტრო. პრემიერ-მინისტრის აპარატში შეიქმნება დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის თანამდებობა, რომლის შემსრულებელს დაევალება იყოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი დიასპორასთან ურთიერთობაში და პრემიერ-მინისტრის სახელით კოორდინაცია გაუწიოს მთავრობის მუშაობას დიასპორასთან ურთიერთობაში"- Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა ნ. ფაშინიანმა.
2019-02-08 13:07:01
პოლიტიკა
დავით ტონოიანმა და დიმიტრი შუგაევმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მიმდინარე გეგმები
მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი შეხვდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორს დიმიტრი შუგაევს.
2019-02-08 12:56:44
პოლიტიკა
სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს ძლიერი კავშირები როგორც ევროკავშირთან, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან. არმენ სარგსიანი.
სომხეთი პატარა სახელმწიფოა, მაგრამ გლობალური ერია. 21-ე საუკუნეში სომეხ ერს დიდი შესაძლებლობები აქვს. ჩვენი ძალა ბუნებრივი რესურსები კი არა, არამედ ადამიანური რესურსებია. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა განაცხადა ავსტრიის ჟურნალ " Society"–თვის მიცემულ ინტერვიუში, ისაუბრა რა მისი, როგორც სომხეთის პრეზიდენტის ფუნქციების, სომხეთ-ავსტრიის ურთიერთობებისა და სხვა საკითხების შესახებ, იუწყება სრ პრეზზიდენტის აპარატი.
2019-02-08 12:17:09
პოლიტიკა
რევოლუციურიდან – პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ ის არ შეცვლილა. შვეიცარიის რადიოსადგური RTS
სომხეთის რესპუბლიკის ახალი პრემიერ-მინისტრი, ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს ქვეყნის ეკონომიკის რევოლუცია მოახდინოს რუსეთსა და ევროპას შორის ბალანსის შენარჩუნებით. ამის შესახებ წერს შვეიცარიის რადიოსადგური RTS, რომლის ჟურნალისტი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
2019-02-08 11:37:54
პოლიტიკა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საკითხებით კომიტეტის და სომხეთ–ესტონეთის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეებს
ტალინში ოფიციალური ვიზიტის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა ესტონეთის პარლამენტის (რეიგინკოგის) ევროკავშირის საკითხებით კომიტეტის თავმჯდომარე თომას ვითსუთს. ამის შესახებ იუწყებიან სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
2019-02-08 11:29:14
პოლიტიკა
სომხეთისა და ესტონეთის ურთიერთობებში არსებობენ განვითარების ფართო პერსპექტივები: სრ საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ესტონეთის პარლამენტის სპიკერს
ოფიციალური ვიზიტით ტალინში მყოფი სომხეთის საგერო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა ესტონეთის პარლამენტის ( რიგიკოგუ) თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს.