192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-05-01 13:48:01

ბიზნეს  ცენტრში „კამარ“ დაიწყო  საერთაშორისო  ორდღიანი მეცნიერული კონფერენცია  ეკონომიკისა და პოლიტიკის   ნაყოფიერი განვითარების მოდელირების თემაზე. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებენ ბიზნეს ცენტრიდან.

კონფერენცია მიზნად ისახავს ეკონომიკის მდგრადი და პროდუქტიული განვითარების პერსპექტივას პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინოვაციების კონტექსტში.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სომხეთის, რუსეთის, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, იტალიის, ესპანეთის, ჩინეთისა და აშშ-ს უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მეცნიერ-მუშაკები  და ექსპერტები. ორდღიანი კონფერენციის შედეგად, სომხეთის მაგალითის მხედველობაში მიღებით, ცნობილი სპეციალისტები განიხილავენ ეკონომიკის განვითარების ეფექტურ გზებს და შემდეგ  შესაბამის პროგრამას მთავრობას წარუდგენენ.