Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-04-25 14:00:05
საერთაშორისო
Bloomberg-ი ვრცელი სტატიით შეეხო სომხეთს
ამერიკული ავტორიტეტული ჟურნალი Bloomberg-ი, თავისი ვრცელი სტატიით შეეხო სომხეთს და წარმოადგინა ქვეყნის მიმზიდველობა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხეთის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და რომლის მოსახლეობაც 3 მილიონია, გასაცნობად არსებობს რამდენიმე მიზეზი: ოქროს მედალოსანი მოჭადრაკეები, გეოპოლიტიკური პროცესები, ჩერჩილის საყვარელი კონიაკი. ავტორი აღნიშნავს, რომ სომხეთის ტურისტული ღირშესანიშნაობების გარდა, აქ არის მსოფლიოს უძველესი ეკლესიები. იგი წარმოადგენს ეჯმიაწინს, გეღარდს, ტათევს. განხილულია სომხური სამზარეულო, მათ შორის, მწვადი, სასმელები, განსაკუთრებით კონიაკი, რომლის შესახებ თავის დროზე აღტაცებით საუბრობდა უინსთონ ჩერჩილი. ასევე ცალკეა განხილული სომხური ცეკვა.
2019-04-25 13:00:38
საერთაშორისო
ადამიანს როცა ავიწყდება, თუ რა აკავშირებს მეზობელთან, მისგან მოსალოდნელია საშინელება. მაკრონმა ჩანაწერი გააკეთა სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა თავის Twitter-ის მიკრობლოგში.  არმენპრესის უწყებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ჩანაწერში ნათქვამია: "24 აპრილს ჩვენ ოფიციალურად ვიხსენებთ სომეხთა გენოციდის მსხვერპლს, რათა გვახსოვდეს, რომ ადამიანისგან მოსალოდნელია ყველაზე უარესი, როდესაც იგი ივიწყებს, თუ რა აკავშირებს მას თავის მეზობელთან,  უნდა ვიყოთ თანმიმდევრული, რომ ისტორიამ  მისი შეცდომები არ გაიმეოროს."