192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს მუშაობას ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებისათვის
2019-04-05 13:26:48

პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების  მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე შენ იუეიუე.

როგორც გვაცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, საუბრის მონაწილეებმა განიხილეს  სომხეთ-ჩინეთს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია გზის მშენებლობის, ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიებისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებით. მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს  ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ტემპთან დაკავშირებით და  ხაზი გაუსვეს  პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის დამყარების ეფექტური ნაბიჯების მნიშვნელობას.

როგორც შენ იუეიუემ აღნიშნა,  ჩინეთი დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარები, მათ შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებით. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ წამოყენებული წინადადებები ასევე საინტერესოა ჩინეთისთვის და ამ წინადადებებს ჩინეთის შესაბამის დეპარტამენტებს გადასცემს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებაც. ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის კონტექსტში განიხილეს სომეხ  და ჩინელ ბიზნესმენთა შორის კონტაქტის გააქტიურების შესაძლებლობანი.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესთან დაკავშირებით შენ იუეიუემ აღნიშნა, რომ ჩინეთი განაგრძობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას და მიაჩია, რომ ის უნდა გადაიჭრას პოლიტიკური დიალოგის გზით. მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხს.

 

2019-05-01 13:48:01
ერევანში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ-მეცნიერული კონფერენცია მოწინავე მეცნიერების მონაწილეობით
2019-04-16 14:36:43
ვალანსში გაიხსნა ანტუან პეტროსიანის გამოფენა თემაზე „გენოციდისაგან დაობლებული ბავშვები და მათი ბედ-იღბალი“.
2019-04-16 18:05:24
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მოსკოვში
2019-04-16 14:19:49
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:44:11
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს იტალიის სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები