192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა ნიკოლ ფაშინიანი
2019-04-05 13:48:07

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია აღსანიშნავია იმით, რომ სიტყვით გამოვა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. სხდომის დღის წესრიგში შეტანილ მრავალ საკითხთა შორის იქნება ადამიანის უფლებები და დემოკრატია. ამ კონტექსტში სომხეთის დელეგაციის წევრი ნაირა ზოჰრაბიანი დააყენებს აზერბაიჯანში უკანონოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილ სომხეთის მოქალაქის კარენ ღაზარიანის საკითხს.
ამის შესახებ "არმენპრესთან" ინტერვიუში აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, "ჩემი ნაბიჯის" წევრმა რუბენ რუბინიანმა.