192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ სარგსიანი შეხვდა „მადრიდ ალ ფუტაიმ ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობას
2019-04-08 09:32:57

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ  სარგსიანი შეხვდა  „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰოლდინგის“ (Majid Al Futtaim Holding)  მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ალაინ ბეჯანის(Alain Bejjani).  კომპანიების ამ ჯგუფში შედის აგრეთვე  კომპანია Carrefour Armenia.

მხარეებმა  განიხილეს სომხეთში კომპანიის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებული პროგრამები და ინვენსტიციების შესაძლებლობანი, ილაპარაკეს იმ თემაზე, თუ როგორ შეიძლება სომხეთში გამოშვებული საქონლის  ექსპორტირება და გაყიდვა ამ კომპანიის ხელშეწყობით.  განხილული იქნა მომავალში რეგიონის ქვეყნებში შესვლისათვის სომხეთის პარტნიორად  მიჩნევის საკითხი.

  „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰოლდინგი“  საემირების მსხვილი კომპანიაა, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს მსოფლიოს 13  სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოსა და სომხეთში.  კომპანიის  საკუთრებაში შედის სავაჭრო ცენტრების დიდი რიცხვი, ჰიპერმარკეტები, სუპერმარკეტები, სასტუმროები, კინოთეატრები და სხვა.