192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ სარგსიანმა იორდანიის მეფე აბდალა მეორე მოიწვია სომხეთში
2019-04-08 09:48:07

სამუშაო  ვიზიტით იორდანიაში მყოფი  სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა  იორდანიის  ჰაშიმური სამეფოს მეფეს აბდალა მეორეს იბნ ალ-ჰუსეინ  ალ-ჰაშიმს.

ამის შესახებ ცნობს ავრცელებს სრ პრეზიდენტის აპარატი.

სომხეთის პრეზიდენტი და იორდანიის მეფე შეეხნენ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებასა და  ორმხრივ მომგებიან  სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.
ორივე მხარე ერთი აზრისანი იყვნენ  იმ საკითხში, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და ორ ქვეყენას შეუძლია წარმატებით ითანამშრომლოს ტექნიკის, განათლების, მეცნიერებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში.
იორდანიის მეფემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გამოაგზავნის დელეგაციას, რათა ადგილზევე განიხილონ  ურთიერთანამშრომლობისათვის საჭირო საკითხები.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იორდანიის ჰაშიმური სამეფოს მეფე აბდალა მეორე იბნ ალ-ჰუსეინ  ალ-ჰაშიმი მოიწვია სომხეთში.