192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი რეგიონში პირველი იყენებს სასწრაფო დახმარების შვეულმფრენს
2019-04-08 10:50:12

რეგიონის ქვეყნებიდან პირველი სომხეთი გამოიყენებს შვეულმფრენს, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურეობას გაუწევს მოსახლეობას. კომპანია Armenian Helicopters-ის კომერციულმა დირექტორმა არამ აბოვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც შეიძინა შვეულმფრენი და ამჟამად მას  საექსპლოატაციოდ გადასცემს  ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.

 „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ არის ფიქსირებული დაავადებების ჩამონათვალი, რომლის შემთხვევაშიც შვეულმფრენმა ავადმყოფი უფასოდ უნდა გადაიყვანოს სტაციონარში. ავადმყოფების გადაყვანის შემთხვევაში იმოქმედებს სახელმწიფო შეკვეთა,  რაც იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფები უფასოდ იქნებიან გადაყვანილნი“, - აღნიშნა აბოვიანმა.
შვეულმფრენი აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით, რაც აუცილებელია ავადმყოფის განაპირა რაიონებიდან ერევანში გადმოსაყვანად.  შვეულმფრენით მომსახურეობის გამწევმა ექიმებმა უკვე გაიარეს შესაბამისი მომზადება, იციან უსაფრთხოების ყველა წესი, მფრინავებიც ფლობენ ყველა დაწვრილებით ინფორმაციას.