192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო რუანდის გენოციდის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში
2019-04-08 11:28:58

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მონაწილეობა მიიღო რუანდის გენოციდის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში "Kvibuka 25". ამის შესახებ იუწყება სამინისტროს ოფიციალური გვერდი.

"5 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მონაწილეობა მიიღო რუანდის გენოციდის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენციაზე სპეციალური სიტყვთ მიმართა გაეროს გენერალური მდივნის  გენოციდის პრევენციის ხაზით სპეციალურმა მრჩეველმა, ადამა დიენზმა, რომელმაც მნიშვნელობა მიანიჭა გასული წლის დეკემბერში ერევანში "გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ" სახელწოდებით გლობალური ფორუმის ჩატარებას, რომლის დროსაც ხაზგასმით აღინიშნა განათლების მნიშვნელოვანი როლი  პრევენციის პროცესში.

კონფერენციის ფარგლებში სომხეთის სს მინისტრი შეხვდა გენოციდის პრევენციის საკითხებში გაეროს სპეციალურ მრჩეველს ადამა დიენგს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს გაეროს წრეებში გენოციდის პრევენციის სამართლებრივი ნორმების და მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობას.  ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა გენოციდების პრევენციის სფეროში განათლებისა და მეხსიერების როლი", –აღინიშნება სტატიაში.