192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მნაცაკანიანმა პატივი მიაგო რუანდის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
2019-04-08 12:17:27

კიზალში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვია რუანდის გენოციდის მუზეუმს  და პატივი მიაგო მსხვერპლთა ხსოვნას.
როგორც იუწყებიან სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მუზეუმის დათვალიერების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩანაწერი გააკეთა მუზეუმის მემორიალურ წიგნში, რომელშიც ნათქვამია: "ეს არის კიდევ ერთი საპასუხიმგებლო შეხსენება, წინააღმდეგობა გავუწიოთ გენოციდის ფუძიესეულ  მიზეზებს – უსამართლობას, შეუწყნარებლობას, სიძულვილს და დისკრიმინაციას. გენოციდის უარყოფა მისი გაგრძელებაა. 1915-1923. ოსმალეთის თურქეთის მხრივ სომეხი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული სომეხთა გენოციდი და მისი მუდმივი უარყოფა გვახსენებს, რომ ვერავითარი პოლიტიკური მოსაზრება, მორალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ვერავითარი კომპრომისი ვერ აღმოფხვრავს ამ პასუხისმგებლობას. ვიმედოვნებ, რომ ეს მუზეუმი, როგორც გენოციდისა და მისი უარყოფის წინააღმდეგ ბრძოლის ჭეშმარიტი გამოვლინება, მორალურად ძლიერი იქნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ დანაშაულის უარყოფას".