192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კომპანია “ჰინდუჯა გრუპ“ დაინტერესებული სომხეთთან თანამშრომლობით ტექნოლოგიისა და მეცნიერების სფეროში
2019-04-08 14:10:12

სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა ცნობილ კომპანია "ჰინდუჯა გრუპ"- ის ევროპის რეგიონის პრეზიდენტს, პრაკაშ ჰინდუჯას. პრეზიდენტის აპარატის უწყებით,  პრეზიდენტმა სარგსიანმა და ბიზნესმენმა გაცვალეს აზრები სომხეთსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და არსებული  პოტენციალის ეფექტური რეალიზაციის შესახებ. პრაკაშ ჰინდუჯამ განაცხადა, რომ კომპანია "ჰინდუჯა გრუპ" დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობით ტექნოლოგიის, მეცნიერების სფეროში და ერთობლივი  სხვადასხვა პროექტების განხორცილებით.

პრეზიდენტმა სარგსიანმა მოიწვია  პრაკაშ ჰინდუჯა ივნისში სომხეთში გასამართ ღონისძიებაზე «Armenian Summit of Minds» მონაწილეობის მისაღებად.

კომპანია "ჰინდუჯა გრუპ" უმსხვილესი კომპანია, რომელიც საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების, სატელეკომუნიკაციო, ჯანდაცვის, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში.