192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადებიან
2019-04-09 09:20:59

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,. თბილისი უმასპინძლებს რიგით 21- წიგნის საერთაშორისო ფესტივალს - წელს ის Expo Georgia- საგამოფენო სივრცეში 30 მაისიდან 2 ივნისამდე გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის მონაწილეების რეგისტრაცია დაწყებულია და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ხოლო, მე-6 პავილიონი გასული წლის მსგავსად უმასპინძლებს პატარა მკითხველს და წარმოდგენილი იქნებიან საბავშვო გამომცემლობები და ორგანიზაციები“, - ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ფესტივალის მიზეზი 1997 წლიდან უცვლელი რჩება - საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციულად, ყოველწლიურად ფესტივალის მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლობები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც სტუმრებს წიგნებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სთავაზობენ.