192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის პრეზიდენტმა და პორტუგალიის პრემიერ მინისტრმა აზრები გაცვალეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების ირგვლივ
2019-04-09 09:20:14

სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში მყოფ სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიან შეხვდა პორტუგალიის პრემიერ მინისტრ ანტონიო კოშას. ამის შესახებ აუწყებს სრ პრეზიდენტის აპარატი.

სომხეთის პრეზიდენტმა და პორტუგალიის პრემიერ მინისტრმა გაცვალეს მოსაზრებები შესაძლო თანამშრომლობის მიმართულების თაობაზე. არმენ სარგსიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ამ კონტექსტში, შესთავაზ სტუდენტებისა და მეცნიერთა ერთობლივ გაცვლა, ასევე ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება.

თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და პორტუგალიას აქვ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი საინფორმაციო ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

პრეზიდენტმა სარსიანმა დასძინა, რომ სომხეთ-პორტუგალიის თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სფერო შეიძლება ტურიზმი იქცეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დამყარების შესაძლებლობის შესახებ და ამ საკითხის შესწავლაზე შეთანხმდნენ.