192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სექტემბერში სომხეთში დაგეგმილია ანტიტერორისტული წვრთნები "არარატი-ანტიტერორი -2019 "
2019-04-09 15:00:06

ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორმა პოლკოვნიკმა არტურ ვანეიანმა მიიღო დსთ-ს წევრ-ქვეყნების ანტიტერორისტული ცენტრის დელეგაცია, ცენტრის დირექტორის მოადგილე გენერალ-მაიორ სერგეი დუდკოს ხელმძღვანელობით. დელეგაცია  ჩამოვიდა სომხეთში სექტემბერში დაგეგმილ დსთ-ს წევრ-ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ ერთობლივ ანტიტერორისტული წვრთნები"რარატი-ანტიტერორი -2019 " ფარგლებში,  შტაბში მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.

ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესცენტრის უწყებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ დსთ-ს წევრ- ქვეყნების სპეცსამსახურები, 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, ასევე სომხეთის რესპუბლიკის დაინტერესებული სამინისტროები და დეპარტამენტები.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს აზრები დსთ-ს წევრ ქვეყნების საზღვრებზე არსებულ ვითარებასა და სირიასა და ერაყში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გამოწვეული სერიოზული დანაკარგების შედეგად ამ უკანასკნელთა სტრატეგიაში ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების თაობაზე.

არდა ამისა, განიხილეს დსთ-ს წევრ-ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების წინაშე წამოჭრილი პროგრამები და საკითხები არსებულ ეტაპზე.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის სხვა ძალადობრივი გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სრ ეროვნული უშიშროების სამსახურს და დსთ-ს ანტიტერორისტულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მაღალი დონე.