192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ პრემიერ მინისტრმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
2019-04-10 13:00:01

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების  მინისტრი ლუბომირ მეტნარი.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უწყებით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკა ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვის სფეროში და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი.

უბომირ მეტნარმა აღნიშნა, რომ სომხეთი ჩეხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და მისი ქვეყანა დაინტერესებულია შემდგომი ორმხრივი ურთიერთობების განვითარები: თავდაცვის, ვაჭრობის, მაღალი ტექნოლოგიების და სხვა ორმხრივი ინტერესების სფეროებში.

მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხეთ-ჩეხეთის თანამშრომლობის საკითხები. ამ კონტექსტში, ორივემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მხარეებმა გაცვალეს აზრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე. ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში დაბალანსებული პოზიციის გამო და აღნიშნა, რომ სომხეთი კონფლიქტის მოგვარებს ხედავს მხოლოდ მშვიდობიანი გზით,  ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. ლუბომირ მეტნარმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან  მოგვარებ და რეგიონალურ სტაბილურობ უზრუნველყოფის ძალისხმევას.