192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სტრასბურგში ევროპის სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება
2019-04-10 17:00:35

ვარსკვლავზე დაიწერება ჟვანიას ცნობილი ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სტრასბურგში ევროპის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის ეთერში.

ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო - 1995-2001 წლებში იყო პარლამენტის სპიკერი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრი გახდა. ის 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან რაულ იუსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ჟვანიასა და იუსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევაგამათბობლიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა; თუმცა პრემიერის გარდაცვალების ამ მიზეზის დღემდე არ სჯერა ბევრ მის თანამოაზრეს, რომლებიც მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაც დაიწერება – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც მან 20 წლის წინ PACE- სხდომაზე, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

ზურაბ ჟვანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ მოედანსა და ქუჩას, ასევე ქუთაისში სახელმწიფო ადმინისტრირების უმაღლეს სკოლას, რომლის გახსნის ინიციატორი თავის დროზე თავად იყო. საქართველოს პარლამენტში, რომელშიც ის 1995 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა, მისი ბიუსტი დგას. მონუმენტი 2006 წლის 9 დეკემბერს დაიდგა, იმ დღეს ზურაბ ჟვანია 43 წლის გახდებოდა.