192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია წიწერნაკაბერდის მემორიალს
2019-04-10 17:27:05

სრ–ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 10 აპრილს  ჩეხეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლუბომირ მეტნარის მეთაურობით, სრ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაბრიელ ბალაიანის მეგზურობით, ეწვია წიწერნაკაბერდის მემორიალს, პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
ამის შესახებ იუწყებიან სრ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

ჩეხეთის დელეგაცია ასევე ეწვია ერევნის მათემატიკური მანქანების სამეცნიერო საკვლევ ინსტიტუტს, სადაც ჩეხეთის მხარეს წარედგინა თავდაცვის სისტემებში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე სამუშაოები.