192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა
2019-04-11 11:12:05

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში რკინის ძელებზე შემდგარი ამობრუნებული ავტომობილები გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინსტალაციები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა დამონტაჟებული. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ინსტალაციები ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საზოგადოების აზრით, ასეთ ინსტალაციებს დგამდნენ იმ ადგილებში, სადაც მძიმე ავტოავარიები მოხდა. მსგავსი ინსტალაციები მრავლად არის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ბუნებრივია, ნებისმიერი ტიპის მსგავსი აქტივობა ქალაქ თბილისის მერიასთან არის შეთანხმებული. ეს არის ერთ-ერთი კომპანიის მიერ განხორციელებული ინსტალაციები და თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თავად გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას", – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.