192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სასიამოვნო მოულოდნელობა: თბილისში ახალი ავტობუსების მძღოლებად ქალები იმუშავებენ
2019-04-11 11:52:18

ამჟამად თბილისში 20-ზე მეტი სერტიფიცირებული ქალი მძღოლი მუშაობს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, კიდევ ექვსი ქალი დასაქმდება თბილისში სამარშრუტო ავტობუსების მძღოლის პოზიციაზე, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის თქმით, ქალები დასაქმდებიან ახალი ავტობუსების მძღოლის პოზიციაზე. ავტობუსებს თბილისში უახლოეს დღეებში შემოიყვანენ.

მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს, რომელსაცსატრანსპორტო კომპანიისადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ. აღნიშნული გადამზადების პროგრამა დღეისთვის 21 ქალს აქვს გავლილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობამ ეს სიახლე მოიწონა და სასიამოვნო მოულოდნელობა უწოდა.

ქალებისთვის გადამზადების პროგრამა ამოქმედდა შარშანთბილისის სატრანსპორტო კომპანიასადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. პროექტი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ქალებს D კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ. კურსი და მართვის მოწმობის აღების ღირებულება პროექტმა დააფინანსა.