192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ცენტრისტული დემოკრატების საერთაშორისო კავშირმა სომეხთა გენოციდის დამგმობი რეზოლუცია მიიღო
2019-04-11 12:29:20

10 აპრილს ბრიუსელში შედგა ცენტრისტული დემოკრატების საერთაშორისო კავშირის (CDI) აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა. განხილვების შედეგად შეხვედრის მონაწილეებმა  მიიღეს სომეხთა გენოციდის ამღიარებელი და დამგმობი რეზოლუცია.  ცენტრისტული დემოკრატების  საერთაშორისო კავშირი (CDI) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 100 პოლიტიკურ პარტიას მსოფლიოს 74 ქვეყნიდან.

რეზოლუციაში დაგმობილია 1894-1923 წლეებში ოსმალეთის იმპერიისა და თურქეთის სხვადასხვა რეჟიმების მიერ დაგეგმილი,  სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავდა სომეხი მოსახლეობის ეთნიკურ განადგურებას, სომხური მემკვიდრეობის აღგვას პირისაგან მიწისა. რეზოლუცია გმობს, აგრეთვე გენოციდის უარყოფას, ჩადენილი დანშაულისა და მაზე პასუხიმგებლობისაგან გაქცევის მცდელობას.

 „ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, მისი საერთაშორისო  ვალდებულებების თანახმად აღიაროს და დაგმოს ოსმანეთის საკეისროს მიერ ჩადენილი სომეხთა გენოციდი, თვალი გაუსწოროს მის ისტორიას და პატივი მიაგოს ამ საზარელი დანაშაულის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.