192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მაკრონმა ხელი მოაწერა ბრძანებას 24 აპრილის სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღედ დამტკიცების შესახებ
2019-04-11 13:02:38

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა ბრძანებას 24 აპრილის სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღედ დამტკიცების შესახებ.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ 1915 წლის სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღედ დაინიშნოს 24 აპრილი. ყოველ წელს, ამ დღეს პარიზში ჩატარდეს ცერემონიალი. მსგავსი ცერემონიალები შეიძლება ჩატარდეს თითოეულ დეპარტამენტში, სათემო ხელმძღვანელების ინიციატივით. ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში პასუხისმგებელია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.