192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლილიან მორი-პასკიეს
2019-04-11 14:48:33

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლილიან მორი-პასკიეს.
როგორც იტყობინება სრ პრემიერ-მინისტრის აპარატი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გაჯერებული დღის წესრიგი მოწმობს სომხეთ-ევროსაბჭოს პარტნიორული თანამშრომლობის ეფექტური მსვლელობისა და მისი გაღრმავებისთვის ორმხრივ მზადყოფნაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთთან თანამშრომლობის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით.

სრ პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი არის ევროპის საბჭოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი წევრი და კმაყოფილება გამოთქვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პროცესთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო სომხეთსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. მხარეები შეეხნენ სომხეთ-ევროსაბჭოს პარტნიორობის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2019-2022 წლებში. მნიშვნელობა მიანიჭეს  სამოქმედო გეგმის ფარგლებში ორივე მხარის მიერ აღებული ვალდებულებების და ქმედებების სრულ განხორციელებას. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობას რეფორმების დიდი დღის წესრიგი აქვს და ამ პროცესში ევროპის საბჭოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიესალმა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთისთვის ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით მხარდაჭერაში.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებების პროცესი.